საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ნიქოზის საჯარო სკოლაში

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის  SPG-23-527  “ქიმია ჩვენს ირგვლივ“  ფარგლებში   24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის სსიპ ნიქოზის საჯარო სკოლაში მორიგი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა.    ღონისძიებაში ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. 

 

   ჩატარდა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის გამგემ და გრანტის ხელმძღვანელმა ელიზა მარქარაშვილმა, ამავე  ლაბორატორიის  თანამშრომლებმა და გრანტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა: იზაბელა ესართიამ და დონარი ოტიაშვილმა. ასევე ასისტენტ პროფესორი მარინა ქარჩხაძე, ასოცირებული პროფესორი ნელი სიდამონიძე, ასისტენტ პროფესორი ნინო თაყაიშვილი და ანალიზური ქიმიის ლაბორატორიის გამგე ნუნუ ლაბარტყავა.

თარიღი: 25/11/2023